1.    ხელშეკრულების ტერმინთა განმარტება

 1.1.გამსესხებელი - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი ეს“-ი (ს/ნ 404969414, მის.: თბილისი, ქავთარაძის 27, ელ.ფოსტა info@masesxe.ge

1.2. მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

1.3. სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).

1.4. მოკლევადიანი სესხი - გამსესხებლის საკრედიტო პროდუქტი რომლის ვადა არის 15 დღიდან 35 დღემდე;

1.5. გრძელვადიანი სესხი - გამსესხებლის საკრედიტო პროდუქტი რომლის ვადა არის 3 თვიდან 12 თვემდე;

1.6. სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

1.7. გამსესხებლის ანგარიში - წინამდებარე ხელშეკრულების საბანკო რეკვიზიტებში/გამსესხებლის ვებ გვერდზე მითითებული გამსესხებლის ანგარიში, რომელზეც ხდება მსესხებლის მიერ სესხის თანხისა და დარიცხული საკომისიოების, საპროცენტო განაკვეთით გათვალისწინებული თანხის და სხვა სახდელების ჩარიცხვა;

1.8. სესხის დაბრუნების თარიღი - სასესხო განაცხადით გათვალისწინებული სესხის გადახდის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი და მასთან დაკავშირებული სხვა გადასახადები/საკომისიოები. აღნიშნულ თარიღს მსესხებელი თავად ირჩევს გამსესხებლის ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს. გარდა ერთიანი სრული გადახდისა კლიენტს შესაძლოა ქონდეს გადახდის გრაფიკიც, სადაც მოცემულია ყოველთვიური გადასახდელი თანხები და მათ შორის ბოლო გადახდაც, რომლის დაფარვის შემთხვევაშიც სესხი ითვლება დაბრუნებულად.

1.9. სარგებელი გაცემული სესხიდან - წინამდებარე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, საპროცენტო განაკვეთი, რომელის გადახდის ვალდებულება ეკისრება მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გაცემისთვის;

1.10. სესხის ვადა - წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ვადა იდენტურია მსესხებლის მიერ სესხის მიღების განაცხადის რეგისტრაციის დროს მითითებული ვადისა; აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისიწინებული ვადით;

1.11. მსესხებლის ანგარიში - წინამდებარე ხელშეკრულებაში ან/და მსესხებლის განაცხადში მითითებული მსესხებლის ანგარიშის ნომერი საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში, რომელზეც მოხდება გამსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ჩარიცხვა;

1.12. სესხის ვადის გაგრძელების საკომისიო - წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო, რომელის გადახდაც ეკისრება მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისთვის;

1.13. მხარეები - მსესხებელი და გამსესხებელი ერთად;

1.14. მესამე პირი - პირი, რომელი არ არის წინამდებარე ხელშეკრულების მხარე;

1.15. მსესხებლის განაცხადი - ფორმა რომელსაც მსესხებელი ავსებს გამსესხებლის ვებ გვერდზე: masesxe.ge აღნიშნული ფორმა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

1.16. გამსესხებლის ვებ გვერდი - www.masesxe.ge

 

2. სესხის გაცემის პირობები

2.1. მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სასესხო განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. გამსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ფორმა აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლადიმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი ან/და გამსესხებელს მიადგა ზიანი/ზარალი აღნიშნული ინფორმაციის უზუსტობის გამო, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს აღნიშნული ზიანი/ზარალის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია აანაზღაუროს;

2.2. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ მსესხებელი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი; არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე შედეგებს (როგორც სამართლებრივს, ისე ნებისმერი სახის); მისი ასაკი არის 21-65 წლამდე; მსესხებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველო და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ის ითვლება რეზიდენტად; არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ; არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე; გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.3 სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი  “სესხის პირობებზე ვარ თანახმა“  მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს თავის ნებას ხელშეკრულება დაიდოს აღნიშნული პირობებით.

2.4. სესხის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც მსესხებელი სესხის ხელშეკრულების თანახმად მიიღებს სესხს;

3. გადაწყვეტილება სესხის გაცემაზე

3.1. მას შემდეგ რაც მსესხებელი შეავსებს გამსესხებლის ვებ გვერდზე განაცხადს სესხის მიღების თაობაზე, ან განმეორებითი სესხის შემთხვევაში სმს-ის სახით გამოაგზავნის განაცხადს, გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემაზე და გადაწყვეტილების მიღებისთანავე ატყობინებს მსესხებელს, გამსესხებლის ვებ გვერდზე მსესხებლის პირად პროფილზე ინფორმაციის განთავსებით; გამსესხებლის მიერ მსესხებლის მიერ ელექტრონული ფორმით დადასტურებული სესხის ხელშეკრულების მიღებით (მსესხებლის მიერ თანხმობის ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში) დასტურდება სესხის ხელშეკრულების დადება და მის პირობებზე მიერთება (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სხვაგვარი ინტერპრეტაცია მომავალში ჩაითვლება ბათილად). ამასთან, გამსესხებლის პარტნიორების კუთვნილ ობიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სესხის მიღების შემთხვევაში, იგულისხმება, რომ მსესხებელი წინასწარ გაეცნო გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას და სხვა დოკუმენტაციას და სრულად ეთანხმება მას.

გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სასესხო განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე უკავშირდება მსესხებელს და ატყობინებს სესხის დამტკიცების შესახებ.

მსესხებელი ინფორმირებულია და ეთანხმება, რომ მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაგზავნილ ინვოისში მითითებული გადახდის პირობები არის სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველგვარი სხვა ინტერპრეტაცია არის ბათილი.

3.2. გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებელს უარი უთხრას სესხის გაცემაზე. მან ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული აუხსნას უარის მიზეზი.

3.3. თუ გამსესხებელი უარს ეუბნება მსესხებელს სესხის გაცემაზე, მაშინ სესხის ხელშეკრულება მიიჩნევა როგორც არარსებული, ბათილი და არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს (იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე ელექტრონულად დათანხმება მოხდება სესხის დამტკიცებამდე).

 

4. გადაწყვეტილება სესხის გაცემის შესახებ და სესხის გაცემა

4.1. სესხის ხელშეკრულება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გამსესხებელი გადასცემს/გადაურიცხავს მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულებითა და მსესხებლის მიერ შევსებული განაცხადით გათვალისწინებულ თანხას;

4.2. მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება ადასტურებს, რომ მსესხებელს სურს მიიღოს სესხი  ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აგრეთვე იმას, რომ გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, სრულად გააცნობიერა მისი შინაარსი და სამართლებრივი შედეგები, სრულად ეთანხმება მის პირობებს, არანაირი ბუნდოვანება მასთან დაკავშირებით არ აქვს, მისთვის სრულიად მისაღებია და იგი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

4.3.სესხის თანხის გაცემა ხდება გამსესხებლის მიერ, მსესხებლისათვის, თანხის მის საბანკო ანგარიშზე, რომელსაც მსესხებელი მიუთითებს სესხის განაცხადში, გადარიცხვით ან E-Money-ს ელექტრონული საფულის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. თანხის განაღდება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ბანკომატის საშუალებით ან გამსესხებლის პარტნიორი კომპანიების კუთვნილ ობიექტებში ნაღდი ფულის მიღებით. პარტნიორი კომპანიების სია მოცემულია გამსესხებლის ვებ გვერდზე.

 

5. მსესხებლის მიერ უარის თქმის უფლება

5.1. მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებლის მიერ თანხის გადარიცხვიდან  3 კალენდარული დღის ვადაში, ცალმხრივად უარი თქვას სესხზე. ამისათვის მსესხებელი უნდა დაუკავშირდეს გამსესხებელს ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინოს გამსესხებელს აღნიშნულის თაობაზე.

5.2. უარის თქმის წერილი საჭიროა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

5.2.1. მსესხებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

5.2.2. განაცხადის შევსების თარიღი და ადგილი;

5.2.3. მსესხებლის ხელმოწერა;

5.3. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი 3 დღის განმავლობაში განაცხადებს უარს სესხის მიღებაზე, მაგრამ ამ ვადაში მას უკვე მიღებული აქვს სესხი, მსესხებელი ვალდებულია დაუყონებლივ დააბრუნოს გამსესხებლის მიერ გაცემული თანხა სარგებელთან ერთად.

5.4. სესხზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში მსესხებელი ფარავს სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ასევე უხდის გამმსესხებელს სარგებელს გაცემული სესხიდან.

 

6. მსესხებლის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

6.1 მსესხებლის მონაცემებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე.

6.2  ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მსესხებლის განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტიდან  გამსესხებლის ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნით, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია თუ რომელი მონაცემის შეცვლა სურს მსესხებელს.

6.3 ელექტრონული ფოსტის ცვლილება შესაძლებელია არსებული ელექტორნული ფოსტიდან მოწერის საშუალებით ან განაცხადში რეგისტრირებული ნომრიდან გამსესხებელთან დაკავშირების გზით.

6.4 ელექტრონული ფოსტისა და მობილურის ერთდორულად ცვლილების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია ახალი ელექტრონული ფოსტიდან გადმოაგზავნოს საკუთარი ფოტოსურათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენთან ერთად პიროვნების იდენტიფიცირებისათვის.

 

 

7. სესხის გაცემის საკომისიო

7.1. მსესხებელი უხდის გამსესხებელს სარგებელს გაცემული სესხიდან, რომლის ოდენობაც  არ აღემატება წლიურ 100%.

7.2. სესხის საპროცენტო განაკვეთი მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში შეადგენს თვეში 4.16%-ს (წლიური ეფექტური საკროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 50%).

სესხის საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში შეადგენს თვეში 4.16%-ს (წლიური ეფექტური საკროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 50%).

კომპანიაში მოქმედებს პროცენტის ყოველდღიური დარიცხვის სისტემა, რის გამოც, რაც უფრო ნაკლებია სესხის ვადა, მით უფრო ნაკლების გადახდა უწევს მსესხებელს.

7.3. გამსესხებელი უფლებას იტოვებს, ცალმხრივად მოახდინოს მომსახურების საკომისიოს შემცირება (დაგეგმილი აქციების ან სხვაგვარი სარეკლამო აქტივობების პერიოდში) და აღნიშნული ცვლილებები არ საჭიროებს მხარეთა შორის ცალკე შეთანხმებას.

 

8. სესხის დაბრუნება და სესხის გაცემის საკომისიოს გადახდა

8.1. მსესხებელი გამსესხებელს უბრუნებს სესხის ძირითად თანხას, ასევე იხდის სარგებელს გაცემული სესხიდან წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე.

8.2 სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება საკომისიო მის მიერ სესხით სარგებლობის დღეების რაოდენობის მიხედვით. აღნიშნული წესი ვრცელდება ასევე სესხის გადავადების საკომისიოზე.

8.3 სესხის წინსრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს 0%-ს.

8.4 თუ მსესხებელი სესხის გაცემის დღესვე წინწსრებით ფარავს სესხს, მსესხებელს დაერიცხება მხოლოდ ერთი დღის საკომისიო.

8.5. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონული გზით, დოკუმენტაციაზე პირდაპირი ხელმოწერის გარეშე მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის დაბრუნებისა და გადასახდელი საკომისიოს ან პირგასამტეხლოების გადაუხდელობას.

8.6. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ხდება იმ  ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი იქნა გაცემული.

8.7 ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.

8.8. მსესხებლის მიერ აღებული ფულადი ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, როდესაც მის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე იქნება გადარიცხული სესხის სრული ოდენობა (ძირითადი თანხა, გაცემული სესხიდან სარგებელიპირგასამტეხლო - ასეთის არსებობის შემთხვევაში);

8.9  მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით დავალიანება დაიფარება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში - პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხევაში), მეორე რიგშისაკომისიო, მესამე რიგში - სესხის ძირი თანხა, მეოთხე რიგში - დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, სააღსრულებო და სასამართლო ხარჯები.

8.10. მსესხებლისათვის საჭირო ინფორმაცია: სესხის დაბრუნების ვადა, სარგებელი გაცემული სესხიდან და სხვა სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამსესხებლის ვებ გვერდზე და მსესხებელი ვალდებულია გაეცნოს მათ.

8.11. გამსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახდელის (სესხი ძირითადი თანხის, გაცემული სესხიდან სარგებლის, პირგასამტეხლოს და ..) გადახდისას მიუთითოს პირადი ნომერი.

8.12. თუ გამსესხებელი იღებს მსესხებლისგან სახდელს (სესხის ძირითადი თანხის, გაცემული სესხიდან სარგებლის, პირგასამტეხლოს და ..) ,რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, ასეთი სახდელი მიიჩნევა გადაუხდელად მის იდენტიფიკაციამდე. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელს აქვს უფლება დააკისროს მსესხებელს პირგასამტეხლო თანხის გადაუხდელობისათვის.

8.13. მსესხებელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გადახდის ვადები. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოითხოვება აუცილებელი წესით გამსესხებლის მხრიდან რაიმე შეტყობინებისა და ინფორმაციის გაგზავნა.

8.14 თუ სესხის დაფარვის შემდეგ, აღმოჩნდება, რომ მსესხებლის მიერ ზედმეტად არის გადახდილი თანხა, გამსესხებელი არაუგვიანეს მიმდინარე საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხის უკან, მსესხებლისთვის დაბრუნებას.

ავტომატურ დაბრუნებას  ექვემდებარება მხოლოდ ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც  აღემატება 10 ლარს.  თანხა, რომელიც არ აღემატება 10 ლარს გადადის გამსესხებლის საკუთრებაში, თუ მიმდინარე საანგარიშო თვის ბოლომდე არ მოხდება მსესხებლის მიერ ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.

 

9. მხარეთა უფლება-მოვალეობები

9.1. მსესხებელი ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია გამსესხებელს დათქმულ ვადებში დაუბრუნოს სესხის მთლიანი ოდენობა და გადაიხადოს სარგებელი გაცემული სესხიდან. თუ თანხის დაბრუნების ვადა ემთხვევა კვირას ან სახელმწიფოს მიერ დადგენილ ოფიციალურ დასვენების დღეებს, ასეთ შემთხვევაში თანხის გადახდა ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

9.2. თუ იცვლება მსესხებლის ანგარიში ან იცვლება განაცხადში მითითებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს გამსესხებელს შეტყობინება და აცნობოს მას აღნიშნული ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს წინამდებარე პუნქტით მითითებული ინფორმაციის მიუწოდებლობით, ან დაგვინებით მიწოდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი/ზარალი.

 

10. პასუხისმგებლობა

10.1. თუ მსესხებელი აყოვნებს სესხის თანხის დაბრუნებას, გამსესხებელი აკისრებს მას პირგასამტეხლოს ყოველ ვადგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.41%.

 

10.2 მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებლის გადახდას სესხის ვადის ბოლომდე, მსესხებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილების პირველივე დღეს წინასწარ გადაიხადოს სესხის ფიქსირებული, ე.წ „სესხის დაგვიანების საფასური“, რის სანაცვლოდაც გამსესხებელი, შესაბამისი ვადით აღარ განახორციელებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სესხის დაგვიანების საფასური გამოითვლება სესხის ძირი თანხიდან და აღნიშნული არ აღემატება წლიურ 100%. სესხსი დაფარვის ვადის გადავადება შესაძლებელია 7,14 და 30 დღით.

 

10.3. გამსესხებელს აქვს უფლება ცალმხრივად უარი უთხრას მსესხებელს და მოსთხოვოს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შემდეგ შემთხვევებში:

10.3.1. მსესხებელი 14 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს აყოვნებს სესხის თანხის, გაცემული სესხიდან სარგებლის და ხელშეკრულების შედეგად სხვა სახდელების გადახდას;

10.3.2. მსესხებელი აწვდის გამსესხებელს არასწორ ინფორმაციას;

10.3.3. მსესხებელს წარედგინება პრეტენზია ან სარჩელი კერძო არბიტრაჟში/სასამართლოში/აღსრულების ეროვნულ ბიუროში;

10.3.4. დადგინდა რომ ფიზიკური პირი არის გადახდისუუნარო ან სასამართლოში არის აღძრული საქმე მსესხებლის გადახდისუუნარობის შესახებ და არსებობს ამის მტკიცებულება.

10.4. გამსესხებლის უარის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გამსესხებლის მიერ დადგენილი პირობებით, აღნიშნულის თაობაზე გამსესხებლის შეტყობინებიდან ათი დღის განმავლობაში, ვადაზე ადრე დაუფაროს გამსესხებელს ყველა ვალდებულება.

10.6. წინამდებარე ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად დადგენილი პირგასამტეხლოების გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან.

10.7. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მოვალეთა რეესტრს, საკრედიტო ბიუროს, ორგანიზაციას რომელიც ემსახურება ვადაგადაცილებული სესხების ამოღებას                 ან სხვა ნებისმიერ მესამე პირს. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოითხოვება მსესხებლის წერილობითი ან ზეპირი თანხმობა.

10.8. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი აგვიანებს სესხის ძირითადი თანხის ან რაიმე მასთან დაკავშირებული თანხის გადახდას, გამსესხებელს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ქმედებას აღნიშნული სესხის დაბრუნების მიზნით, მათ შორის საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს მსესხებლის პირველი რიგის ნათესავებს (ან/და სხვა პირებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია მოეპოვება გამსესხებელს). ასევე მიმართოს სასამართლოს და გამოიყენოს ყველა ღონისძიება სესხის თანხის დაბრუნებისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. (მათ შორის ანგარიშების დაყადაღება, მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღება და ა.შ) მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებს თანხმობას აღნიშნულის თაობაზე;

10.9  სესხის ამოღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაეკისრება პირს, რომელმაც დაარღვია სესხის დაფარვის პირობები.

 

 

11. მსესხებლის მონაცემების დამუშავება

11.1 ხელშეკრულების საფუძველზე განმცხადებელი (სესხის მიღების მსურველი/ მსესხებელი) შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „ემ ბი ეს“- ანიჭებს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს "კრედიტინფო საქართველოს" (/ 204470740)  საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომელის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით.

11.2 შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „ემ ბი ეს“- უფლება აქვს კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ.

11.3 გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს11.4 მსესხებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, გამსესხებლის მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) გამსესხებლისგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მსესხებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების  შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება მსესხებლის შემდგომი თანხმობის გარეშე. 

 

12. სხვა პირობები

12.1. წინამდებარე სესხის ხელშეკრულება ფორმდება ელექტრონული ფორმით, ინტერნეტ ქსელის გამოყენებით კერძოდ, მსესხებელი სესხის ხელშეკრულების პირობებს ეცნობა გამსესხებლის ვებ გვერდზე ელექტრონული ფორმატით და აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერას ადასტურებს ხელშეკრულების ბოლოს მითითებულ „ღილაკზე“დათანხმებით. აღნიშნული თანხმობით ის ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, სრულად გააცნობიერა მისი შინაარსი და სამართლებრივი შედეგები,სრულად ეთანხმება მის პირობებს, არანაირი ბუნდოვანება მასთან დაკავშირებით არ აქვს, მისთვის სრულიად მისაღებია და იგი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს სესხის ხელშეკრულების პირობები უერთდება მას და მის მიერ ელექტრონული ფორმით გაკეთებული თანხმობა უთანაბრდება მის მიერ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერას. მსესხებლის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სხვაგვარი ინტერპრეტაცია ან მითითება იმაზე, რომ მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნულის შესახებ, მომავალში ჩაითვლება ბათილად.

12.2. წინამდებარე სესხის ხელშეკრულება ძალაში შედის გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ თანხმობის შემთხვევაში სესხის თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ან გამსესხებლის პარტნიორი კომპანიების კუთვნილ ობიექტებში ნაღდი ფულის მიღების შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მსესხებლის მიერ გამსესხებლის ვებ გვერდზე წინამდებარე ხელშეკრულებაზე „დათანხმების“ თარიღიდან (იმის მიხედვით თუ რომელი ფაქტი დადგა პირველი) და მოქმედებს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

12.3. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებელს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები დაუთმოს ნებისმიერ რეზიდენტ ან არარეზიდენტ მესამე პირს (მოთხოვნის დათმობა). აგრეთვე, მსესხებელს უფლება აქვს სესხის გადახდის ვალდებულება გამსესხებლის ზეპირი ან წერილობითი თანხმობით გადააკისროს მესამე პირს (ვალის გადაკისრება) აღნიშნული უნდა მოხდეს მხოლოდ მხარეთა წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

12.4. ყველა სახის შეტყობინება მხარეებს ეგზავნებათ ქართულ ან რუსულ ენაზე ფოსტის ფაქსისან ელფოსტის მეშვეობითშეტყობინების გაგზავნა ხორციელდება სახლის ან სამსახურის მისამართზე, რომელიც მოწოდებული იქნა მხარის მიერ ან/და მოძიებულილი იქნა                   გამსესხებლის მიერ.

12.5. მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა განიხილება შემდეგი წესით:

12.5.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავისა და უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებელი უფლება აქვს გამოიყენოს  წინამდებარე ხელშეკრულების 10.8. პუნქტით მინიჭებულ უფლება, ასევე მიმართოს სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.

12.6. მხარეები თანხმდებიან, რომ:

12.6.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს: წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხი, განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადასცეს მუდმივ მოქმედ არბიტრაჟს საქართველოს კანონმდებლობის რეგლამენტით დადგენილი წესით განხილვისათვის.

12.6.2. საქმის განხილვის ენა იქნება ქართული;

12.6.3. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით (წერილობით, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.)

12.6.4. არ არის აუცილებელი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.

12.6.5. გამსესხებელს უფლება აქვს საარბიტრაჟო განხილვისას გამოყენებული საბუთები, მტკიცებულებები, წერილობითი თუ ზეპირი განცხადებები ისევე, როგორც არბიტრაჟის მიერ გამოცემული დოკუმენტები (მათ შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) გამოაქვეყნოს საჯაროდ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადასცეს სასამართლოს, ადმინისტრაციულორგანოს ან ნებისმიერ პირს