ნაღდი ფული ელექტრონული პირადობის მოწმობით


გაიტანეთ თანხა ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან მხოლოდ თქვენი ელექტრონული პირადობის მოწმობით. თანხის მისაღებად:

  • იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ იდენტიფიკაცია გავლილი, ერთჯერადად გააქტიურეთ ID ბარათი ლიბერთი ბანკში - მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ იდენტიფიკაციის გავლა, შემდეგ კი თავისუფლად შეძლებთ თანხის გამოტანას;
  • ბანკომატის ეკრანზე აირჩიეთ eMoney-დან თანხის განაღდება, გადადით შემდეგ გვერდზე და აირჩიეთ Masesxe
  • მიუთითეთ სასურველი ენა და მიადეთ ბარათის წამკითხველს თქვენი ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი, რომელზეც eMoney-სგან მიიღებთ SMS-ს შეტყობინებას ვერიფიკაციის კოდით;
  • შეიყვანეთ მოცემული კოდი შესაბამის ველში, აირჩიეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ თანხის გატანას.
  • თანხას ანაღდებთ საკომისიოს გარეშე ანუ იღებთ ზუსტად იმ თანხას, რომელიც მოითხოვეთ!
  • გაითვალისწინეთ: თანხის გატანა ხდება ერთჯერადად და აუცილებელია ზუსტად იმ თანხის მითითება, რომელიც მოითხოვეთ განაცხადის შევსების დროს!
  • ლიბერთი ბანკის ბანკომატების ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://libertybank.ge/ge/pizikuri-pirebistvis/chveni-qseli

loading..